არგენტინული „ესტუდიანტესის“ მცველმა ხავიერ მასკერანომ კარიერა დაასრულა.
„ვაცხადებ, რომ მივდივარ პროფესიული ფეხბურთიდან. ჩემს პროფესიაში 100 პროცენტით დავიხარჯე“, – მოჰყავს მასკერანოს სიტყვები „ესტუდიანტესის“ ოფიციალურ ვებგვერდს.
36 წლის არგენტინელი ევროპაში თამაშობდა „ვესტ ჰემში“, „ლივერპულსა“ და „ბარსელონაში“. ის არგენტინის რეკორდსმენია ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით – 147.