მასკერანო „ესტუდიანტესში“ გადავიდა
მასკერანო „ესტუდიანტესში“ გადავიდა

არგენტინის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო არგენტინურ კლუბ „ესტუდიანტესში“ გადავიდა. ამის შესახებ გუნდის პრესსამსახურმა გამოაცხადა. გარიგების დეტალები ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა.

35 წლის მასკერანო თამაშობდა „რივერ პლეიტში“, „კორინთიანსში“, „ვესტ ჰემში“, „ლივერპულში“, „ბარსელონასა“ და „ჰებეი ჩაინა ფორჩუნში“. ფეხბურთელის ანგარიშზეა 140 მატჩზე მეტი არგენტინის ნაკრებში.

საკლუბო დონეზე მასკერანოს მოგებული აქვს ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და ხუთჯერ ესპანეთის ჩემპიონატი.