ხავიერ მასკერანომ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა

09:30, 16.11.2020

არგენტინული „ესტუდიანტესის“ მცველმა ხავიერ მასკერანომ კარიერა დაასრულა.

„ვაცხადებ, რომ მივდივარ პროფესიული ფეხბურთიდან. ჩემს პროფესიაში 100 პროცენტით დავიხარჯე“, – მოჰყავს მასკერანოს სიტყვები „ესტუდიანტესის“ ოფიციალურ ვებგვერდს.

36 წლის არგენტინელი ევროპაში თამაშობდა „ვესტ ჰემში“, „ლივერპულსა“ და „ბარსელონაში“. ის არგენტინის რეკორდსმენია ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით – 147.

მსგავსი