მასკერანომ ახსნა, რატომ არ არის მესი დამოკიდებული ფიზიკურ მდგომარეობაზე
მასკერანომ ახსნა, რატომ არ არის მესი დამოკიდებული ფიზიკურ მდგომარეობაზე

„ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ დარწმუნებით განაცხადა იმის შესახებ, რომ კატალონელთა კაპიტანი ლიონელ მესი კიდევ მრავალი წელი შეძლებს უმაღლეს დონეზე თამაშს.

„ვფიქრობ, ლეო ითამაშებს იქამდე, სანამ თავად არ გადაწყვეტს გაჩერებას. თამაშის მისეული აღქმა უნიკალურია. ამის წყალობით, მას შეუძლია ნებისმიერ ასაკამდე ითამაშოს. ამ მიზეზით, ის ნაკლებად არის დამოკიდებული თავის ფიზიკურ თვისებებზე, რადგან თამაშის გააზრება გონებაშია.

ჩვენ ყველამ ვიცით, რის გაკეთებას აპირებს ის მოედანზე. მაგრამ ყველაფერი ყოველთვის იმით მთავრდება, რომ მეტოქეს გაურბის. საოცარია, როგორ კითხულობს ის თამაშს“, – განაცხადა მასკერანომ.