ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ბექა ბურჯანაძე მოედანს დაუბრუნდა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ თავის ახალ გუნდში, ესპანურ „ბეტისში“ პირველი მატჩი გამართა.
სევილიელებმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში „ბენფიკას“ წინააღმდეგ ითამაშეს და დაძაბულ ბრძოლაში 74:71 გაიმარჯვეს.
ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მატჩი 2 ქულით დაასრულა. „ბეტისის“ ბომბარდირი 17 ქულით ტოდოროვიჩი გახდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ბექა ბურჯანაძე „გრან კანარიას“ ღირსებას იცავდა, თუმცა შუა სეზონში ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა და რამდენიმე თვის განმავლობაში არ უთამაშია.