MMA-ის რუსი მებრძოლის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამამ და მწვრთნელმა აბდულმანალ ნურმაგომედოვმა რუსული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ივარაუდა, როდის შეიძლება გაიმართოს ხაბიბისა და ამერიკელი მოკრივის ფლოიდ მეივეზერის შეხვედრა.
„ხაბიბისა და მეივეზერის ჩხუბი შესაძლებელია. ფლოიდი თავად გამოვიდა ჩვენს გუნდთან კავშირზე. ასე რომ, ეს საინტერესოა არა მხოლოდ ორივე მხარისთვის, არამედ ძალიან სერიოზული ინვესტორებისთვის. ბრძოლა შეიძლება გაიმაროს 4 მაისს, გროზნოში „ახმათ-არენაზე“. ხაბიბი ბევრს სპარინგობს მაღალი დონის მოკრივეებთან და სავსებით სოლიდურად გამოიყურება. თუ UFC-ში ცხრათვიან დიკვალიფიკაციას მოგვცემენ, შეიძლება ამით ვისარგებლოთ და ეს დრო დავხარჯოთ საკრივო ორთაბრძოლისთვის მოსამზადებლად. ჩვენ ვუყურებთ მაკგრეგორისა და მეივეზერის ბრძოლას, რომელშიც კონორი 3-4 რაუნდში ცუდად არ გამოიყურებოდა. დარწმუნებული ვარ, ხაბიბს კიდევ უფრო მეტი შეუძლია. როგორც მინიმუმ, 7-8 რაუნდი. მხედველობაში უნდა მივიღოთ ფლოიდის ასაკი – 41 წელი და ხაბიბის ამტანობა“.
შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი კონორ მაკგრეგორთან ბრძოლის შემდეგ მომხდარი ჩხუბის გამო, დროებით არის დისკვალიფიცირებული. 10 დეკემბერს, ნევადას შტატის ათლეტური კომისია განსაზღვრავს რუსისთვის საბოლოო სასჯელს.