რამადანი მუსლიმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. ეს გულისხმობს საკვებსა და წყალზე უარის თქმას მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე. მიმდინარე წელს რამადანი 23 აპრილიდან 23 მაისამდე გაგრძელდება.
მიუხედავად რამადანის სირთულისა, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ზოგიერთი მებრძოლი ოქტაგონზე ამ მძიმე პერიოდში მაინც გადის. მსუბუქი წონის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი კი აცხადებს, რომ ის რამადანის პერიოდში არასოდეს გამართავს ბრძოლას.
„რამადანის დროს მე უბრალოდ მსუბუქ ვარჯშებს ვატარებ. ძირითადად დროს ოჯახთან, მშობლებთან ერთად ვატარებ და ვლოცულობ. ამ დროს ბრძოლისთვის მოსამზადებელი ეტაპის გავლა და შემდგომ ოქტაგონზე დაპირისპირების ჩატარება ძალიან სახიფათოა. ამ დროს შესაძლოა უმძიმესი ტრავმა მიიღო. რამადანის დასრულების შემდეგ, ჩვენ მინიმუმ 45 დღე გვჭირდება სრული რეაბილიტაციისთვის.“ – განაცხადა ნურმაგომედოვმა.