ხაბიბ ნურმაგომედოვის მამის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ხაბიბ ნურმაგომედოვის მამის მდგომარეობა გაუმჯობესდა

აბდულმანაპ ნურმაგომედოვი უკვე რამდენიმე კვირაა, კორონავირუსს ებრძვის. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის მამის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ კრიტიკულად ფასდებოდა.

აბდულმანაპი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიუს შემდეგ, მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას გულზე ოპერაცია ჩაუტარდა. გარკვეული დღეების განმავლობაში ის კლინიკურ კომაში იმყოფებოდა. საბედნიეროდ, ხაბიბის მამის მდგომარეობა ამჟამად გაუმჯობესდა და ის ხალხთან კონტაქტური გახდა.

„ხაბიბი ძალიან ძლიერია, მისი ოჯახი ძალიან ძლიერია, მამამისი კი გამორჩეულად ძლიერი. მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მან თვალი გაახილა და ხალხთან მცირე კონტაქტი დაიწყო. ეს კარგი ნიშნებია. ალაჰის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ხაბიბის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა ESPN-თან მიცემულ ინტერვიუში.