ხაბიბ ნურმაგომედოვი საემიროებში საერთაშორისო ძებნაში მყოფ ჩემპიონს შეხვდა
მჩატე წონაში UFC-ის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში შეხვდა თავისუფალ ჭიდაობაში 2000 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს, საგიდ მურთაზალიევს.
კარიერის დასრულების შემდეგ, მურთაზალიევი პოლიტიკაში წავიდა: გახდა დაღესტნის სახალხო კრების დეპატუტი პარტია „იედინაია რასიისგან“ და მართავდა დაღესტანში რუსეთის საპენსიო ფონდის განყოფილებას.
2015 წელს წაუყენეს ბრალი ფინანსურ ტერორიზმსა და შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს.