UFC-ის დაუმარცხებელმა ჩემპიონმა, „პენსიაზე გასულმა“ ხაბიბ ნურმაგომედოვმა აღიარა, რომ სენ-პიერთან ჩხუბის სურვილი აქვს.
„არცერთი სახელი ჩემთვის უკვე ინტერესს არ იწვევს, მაგრამ, როცა სენ-პიერის სახელი მესმის, მინდება რომ წამოვხტე და ათი კლიომეტრი გაუჩერებლად ვირბინო, – ამბობს ხაბიბ ნურმაგომედოვი. – შემდეგი, რომელზეც ვფიქრობ, ჩარლზ ოლივეირაა, მაგრამ მასთან მსგავსი აზარტი არ მაქვს.
ჯასტინ გეიჯი, პორიე, მაკგრეგორი და ა.შ – ყოფილი ჩემპიონები არიან და ისინი დამარცხებული მყავს. ასე რომ, მათი სახელები ნაკლებ ინტერესს იწვევს. როცა საუბარია ჟორჟ სენ-პიერზე, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ის უკვე 40 წლის არის და უნდა შევეშვათ. ის ძალიან კარგი სპორტსმენია და შერეული ორთაბრძოლების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი“, – აცხადებს ხაბიბ ნურმაგომედოვი.