კევინ გარნეტი იმ ინვესტორთა სიაშია, რომლებსაც „მინესოტა ტიმბერვულვზის“ შეძენა სურთ
ამერიკული მედია აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ ინვესტორთა ჯგუფს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდის, „მინესოტას“ აქციების შეძენა სურს. წყაროს ცნობით, ამ ინვესტორთა ჯგუფში „მინესოტას“ ყოფილი კალათბურთელი კევინ გარნეტიც შედის.
„ათლეტიკის“ (The Athletic) ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ გარნეტი თავის პარტნიორებთან ერთად გუნდის ამჟამინდელ მფლობელ გლენ ტაილორთან შეხვედრასაც გეგმავენ.