კობი ბრაიანტი NBA-ის დიდების დარბაზში შეიყვანეს [ვიდეო] #1TVSPORT

10:30, 16.05.2021

კობი ბრაიანტი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დიდების დარბაზშია. ოფიციალური ცერემონია ქალაქ ანკესვილში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ღონისძიება 2020 წლის აგვისტოში იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და 2021 წლის 15 მაისს შედგა.

ბრაიანტთან ერთად დიდების დარბაზში შეიყვანეს NBA-ის ჩემპიონები ტიმ დანკანი და კევინ გარნეტი, WNBA-ისა და ოლიმპიური ჩემპიონი ტამიკა კეტჩინგსი, მწვრთნელები – რუდი ტომიანოვიჩი, კიმ მალკი, ბარბარა სტივენსი, ედი სატონი და ფიბა-ს ყოფილი გენერალური მდივანი პატრიკ ბაუმანი.

https://youtu.be/O6CLchZzX7k?list=RDCMUCWJ2lWNubArHWmf3FIHbfcQ

https://youtu.be/R5zyD6rmXlc?list=RDCMUCWJ2lWNubArHWmf3FIHbfcQ

მსგავსი