ნბა-ის 2020 წლის დრაფტი 18 ნოემბერს ონლაინ ფორმატში ჩატარდება
NBA-ის 2020 წლის დრაფტი კორონავირუსის გამო, 18 ნოემბერს, ონლაინ ჩატარდება.
პირველი რაუნდის არჩევნებს NBA-ის კომისარი ადამ სილვერი, ხოლო მეორე რაუნდს მისი მოადგილე მარკ ტეიტუმი ESPN-ის, ბრისტოლის სტუდიიდან გამოაცხადებენ, კალათბურთელები კი ამ დროს ვირტუალურად ჩაერთვებიან.
ESPN’s Bristol, Conn. studios will host the virtual 2020 @NBADraft presented by State Farm
Wednesday, November 18 at 7 p.m. ET @NBA Commissioner Adam Silver & Deputy Commissioner Mark Tatum will announce selections live in studio
More: https://t.co/peUPXj4Dlp | @ESPNNBA pic.twitter.com/wNfryBtdQv
— ESPN PR (@ESPNPR) October 22, 2020
ღონისძიება ივნისში, ნიუ იორკში, Barclay Centre-ში უნდა გამართულიყო, მაგრამ არსებული სიტუაციის გამო თარიღმა გადაიწია და ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას სერიოზული ცვლილებების შეტანა მოუწია.
შეგახსენებთ, რომ დრაფტის ლატარია 20 აგვისტოს ჩატარდა და პირველი არჩევნის უფლება „მინესოტამ“ მოიპოვა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პირველს ლამელო ბოლს აირჩევენ, რომელიც 19 წლისაა და პროფესიონალურ დონეზე ახალ ზელანდიასა და ლიეტუვაში აქვს ნათამაშები.