„ბოსტონ სელტიქსი“ კევინ გარნეტის ნომერს ხმარებიდან ამოიღებს #1TVSPORT
„ბოსტონ სელტიქსი“ კევინ გარნეტის ნომერს ხმარებიდან ამოიღებს #1TVSPORT

13 მარტს, „ბოსტონ სელტიქსი“ ოფიციალურად ამოიღებს ხმარებიდან მეხუთე ნომერს, რომლითაც ამ გუნდში ლეგენდარული კევინ გარნეტი თამაშობდა.

საზეიმო ცერემონია გაიმართება „სელტიქსის“ საშინაო მატჩის დროს „დალას მავერიქსის“ წინააღმდეგ.

გარნეტი „ბოსტონში“ 2007-2013 წლებში თამაშობდა. 2008 წელს, ფორვარდი სწორედ ამ გუნდის რიგებში კარიერაში ერთადერთხელ გახდა NBA-ის ჩემპიონი. გარნეტს 15-ჯერ უთამაშია „ყველა ვარსკვლავის მატჩში“, 2004 წელს კი სეზონის უძვირფასესი მოთამაშე გახდა. მას ასევე უთამაშია „მინესოტასა“ და „ბრუკლინში“.