აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების წევრებს, იმ შემთხვევაში თუ იაო მინზე ბურთს ჩატენიდნენ, პრემიის სახით მილიონ დოლარს აძლევდნენ
აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების წევრებს, იმ შემთხვევაში თუ იაო მინზე ბურთს ჩატენიდნენ, პრემიის სახით მილიონ დოლარს აძლევდნენ

2000 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც სიდენიში გაიმართა, კალათბურთის მოყვარულებს ერთი საინტერესო მომენტით დაამახსოვრდა. ამერიკის შეერთებული შტატების გუნდის წევრმა ვინს კარტერმა წარმოუდგენელი ჩატენვა შეასრულა, როდესაც საფრანგეთის ნაკრების მაღალ კაცს, ფრედერიკ ვაისს გადაახტა.

მაშინდელი გუნდის წევრმა კევინ გარნეტმა „იაჰუ სპორტსთან“ მიცემულ ინტერვიუში ერთი საინტერესო ფაქტი გააჟღერა. „ბოსტონ სელტიკსის“ ყოფილი ვარსკვლავის თქმით, მაშინდელმა ფედერაციის ხელმძღვანელობამ ჩინეთთან გასამართი მატჩის წინ იაო მინზე განხორციელებულ ჩატენვისთვის სერიოზულ პრემია დააწესა.

როგორც შემდგომ გაირკვა მილიონი დოლარის მიღება ვერავინ შეძლო, რადგან ლეგენდარულ ჩინელზე ჩატენვა, ამერიკის შეერთებული შტატების გუნდის ვერც ერთმა წევრმა მოახერხა.