„ჰოკეის ნაციონალური ლიგის“ (NHL) ოფიციალურმა საიტმა დღის სამი საუკეთესო ვარსკვლავი დაასახელა.
პირველ ვარსკვლავი „პიტსბურგის“ თავდამსხმელი ფილ კესელი გახდა, რომელმაც დუბლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა „ნიუ-იორკთან“ მატჩში (6:2).
მეორე საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა „კოლუმბუსის“ მცველი სეტ ჯონსი, მის ანგარიშზე დუბლია ფილადელფიასთან თამაშში (4:3).
მესამე ვარსკვლავი კი „კალგარის“ მეკარე მაიკ სმიტია, რომელმაც „მინესოტასთან“ მატჩში მშრალად შეინახა საკუთარი კარი და 31 სეივი შეასრულა (2:0).