kerkida.net - ნიკა კაჭარავა „ანორთოსისთან“ კონტრაქტს პარასკევს გააფორმებს
kerkida.net - ნიკა კაჭარავა „ანორთოსისთან“ კონტრაქტს პარასკევს გააფორმებს

kerkida.net – კაჭარავა „ანორთოსისთან“ კონტრაქტს პარასკევს გააფორმებს

ნიკა კაჭარავამ კელჩესკორონაში” სეზონი დაასრულა და პოლონური კლუბი დატოვა. კვიპროსული გამოცემა kerkida.net ამტკიცებს, რომ 24 წლის ქართველი თავდამსხმელი კარიერას კვიპროსში, ფამაგუსტას “ანორთოსისში” გააგრძელებს და ეს საკითხი გადაწყვეტილია.

„საქართველოს ნაკრების 23 წლის თავდამსხმელით ფამაგუსტას “ანორთოსისი” დაინტერესდა. ნიკა კაჭარავას კვიპროსში კონტრაქტის გასაფორმებლად კუნძულზე პარასკევს ელიან. 5 ივნისს, საქართველო ლუქსემბურგს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება და 23 წლის თავდამსხმელი “ანორთოსისთან” კონტრაქტს ხელს ამის შემდეგ მოაწერს. ქართველ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება ფამაგუსტას კლუბში მას შემდეგ შესთავაზეს, როდესაც წარმატებულად ითამაშა ახნასეთნიკოსში”, ხოლო გასულ სეზონი პოლონეთშიც შესანიშნავად ჩაატარა”, – წერს kerkida.net-ი.

თემურ ქეცბაიას ყოფილმა გუნდმა, “ანორთოსისმა“ კვიპროსის პირველი დივიზიონში (უმაღლესი ლიგა) მესამე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.