კენჭაძემ აბდურახმანოვი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]
კენჭაძემ აბდურახმანოვი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ავთო კენჭაძე (74 კგ.) მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო.

პირველ შეხვედრაში ქართველი სპორტსმენი უზბეკ ბეკზოდ აბდურახმანოვს დაუპირისპირდა და გამარჯვება დრამატულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოიპოვა.

დაპირისპირების პირველი ნახევრის შემდეგ რახმანოვი 8:0-ს იგებდა. მეორე ნახევარში ინიციატივა ქართველმა მოიპოვა და ოთხი ქულა გაქვითა, თუმცა ქულების მოპოვება აზიის ჩემპიონმაც მოახერხა. ლომთაძემ მეტოქე შეხვედრის ბოლო წუთის მიმდინარეობისას დაჯაბნა და მის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა – 12:12. ქართველმა ფალავანმა ბოლო მოპოვებული ქულს ხარჯზე მოიგო.

მერვედფინალში კენჭაძის მეტოქე პოლონელი სოკალსკი იქნება.