მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში დღეს ოთხი ქართველი იასპარეზობას #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში დღეს ოთხი ქართველი იასპარეზობას #1TVSPORT

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მინდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში დღეს 57, 65, 79 და 92 კილოგრამი წონითი კატეგორიების თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.

საქართველოს სახელით ხალიჩაზე გავლენ: გოგა ძიგუა (57კგ), ედემი ბოლქვაძე (65კგ), ნიკა კენჭაძე (79კგ) და ირაკლი მწითური (92კგ). შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე წარმატებულად იასპარეზა და დღეს ფინალში იჭიდავებს ქართველი მძიმეწონოსანი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი. ნახევარფინალში მან ყაზახი სპორტსმენი 10:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ირანელ ზარეს შეხვდება.

ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ავთანდილ კენჭაძე (74კგ), რომელიც ნახევარფინალში სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ოს სალკაზანოვთან დამარცხდა. დღევანდელი წონების ნახევარფინალები 18:30 გაიმართება.

ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე დაიწყება.