ქაჯაიას ბრინჯაო მსოფლიო ჩემპიონატზე [ვიდეო]

ყაზახეთში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთათვის დასკვნით დღეს, 130 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე იაკობ ქაჯაია ბრინჯაოს მედლის მფლობელია. მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანელი სპორტსმენი დამაჯერებლად დაამარცხა. საგულისხმოა, რომ საუკეთესო ექვეულში მოხვედრით ქაჯაიამ ოლიმპიური საგზურიც გაინაღდა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს მიმდინარე ტურნირზე მესამე მედალია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორი ოქროს მედალი ნუგზარ წურწუმიამ და ლაშა გობაძემ მოუტანეს.