ამინაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]
ამინაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]

დღეს, 12:30 საათზე, ბუდაპეშტში ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ასპარეზობაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ. საქართველოს ღირსებას დღეს ოთხი სპორტსმენი იცავს – ბექა ლომთაძე (61 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), სანდრო ამინაშვილი (86 კგ.) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.).

ქართველი სპორტსმენებისგან პირველმა სანდრო ამინაშვილმა (86 კგ.) იასპარეზა. ქართველმა ფალავანმა პირველი ბრძოლა საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართა და კოლუმბიელი კარლოს მენდესი 6-2 დაამარცხა.

მომდევნო შეხვედრაში ამინაშვილი მოლდაველ იანულოვს და პოლონელ ბარანოვსკის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

დატოვე კომენტარი