„ტორონტო რეპტორზის“ ფორვარდმა კავაი ლეონარდმა განაცხადა, რომ სრულიად არ ნანობს „სან ანტონიო სპურსის“ დატოვებას, რადგან მაქსიმალურად მოტივირებული და კონცენტრირებულია ახალი გუნდისთვის სარგებლობის მოტანაზე.
„არანაირი სინანულის გრძნობა არ არსებობს. ჩემი მიზანია – კონცენტრაცია მოვახდინო აწმყოზე და არ გავიხსენო წარსული. მაქვს „ტორონტოში“ თამაშის სურვილი. ამ გუნდში ყოყმანის გარეშე გადავედი. სურვილი მაქვს, ბევრი კარგი ვაკეთო ამ კლუბისთვის. ფოკუსირებული ვარ მომავალ სეზონზე. ამ მომენტისთვის თავს, უბრალოდ, შესანიშნავად ვგრძნობ“, – აღნიშნა ლეონარდმა.