ცნობილმა საკალათბურთო ექსპერტმა სკიპ ბეილესმა განაცხადა, რომ „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ ტრავმირებული ფორვარდი კავაი ლეონარდი ვერ ითამაშებს 2021-2022 წლების სეზონზე.
„გუშინ შემატყობინეს, რომ კავაი ლეონარდი არ დაბრუნდება ამ სეზონზე. მას წელს უნდა ეთამაშა, მაგრამ „კლიპერსში“ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს და კალათბურთელს სეზონის ბოლომდე სკამზე დატოვებენ. კავაი მომავალი წლის ოქტომბერში დაბრუნდება“, – განაცხადა ბეილესმა.
ლეონარდი აღდგენით პროცესს გადის მარჯვენა მუხლზე ჯვარედინი მყესის ნაწილობრივი გაწყვეტის შემდეგ. იტყობინებოდნენ, რომ საუკეთესო შემთხვევაში, კალათბურთელი ვარჯიშებს მარტში დაუბრუნდება.