კატარი 2022 | თომას ტუხელმა გერმანიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი თქვა #1TVSPORT
„ჩელსის“ ყოფილი დამრიგებელი თომას ტუხელი ამ მომენტისთვის არ არის დაინტერესებული გერმანიის ნაკრებში მუშაობით. ამის შესახებ გამოცემა Sky Sport Germany იტყობინება.
49 წლის სპეციალისტი კვლავინდებურად უმუშევარია, მაგრამ ეროვნულ გუნდში მისვლა არ სურს. გერმანელს ურჩევნია, ყოველდღიური მუშაობა მოთამაშეებთან და არა მოგზაურობა და ფეხბურთელებზე დაკვირვება ნაკრების მწვრთნელის რანგში.