კატარი 2022 | მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრები ორ ბანაკად იყო გაყოფილი, ფლიკი მიკერძოებაში დაადანაშაულეს #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის დროს გერმანიის ნაკრებში კონფლიქტი მოხდა მთავარი მწვრთნელის, ჰანს-დიტერ ფლიკის მიკერძოებული დამოკიდებულების გამო.
როგორც გაზეთი Bild-ი იტყობინება, გერმანიის ეროვნულ გუნდში ფეხბურთელები ორ ბანაკად იყვნენ დაყოფილნი – პირველ ჯგუფს შეადგენდნენ „ბაიერნის“ ფეხბურთელები და მეორეს – დანარჩენები, რომლებიც ადანაშაულებდნენ მთავარ მწვრთნელს მიკერძოებულ დამოკიდებულებაში. ამან გუნდის შიგნით განხეთქილება გამოიწვია, რასაც ფლიკი ვერ გაუმკლავდა.
გერმანიის ნაკრებმა კატარში ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა.