კატარი 2022 | მე-3 ტურის წინ - რა არის საჭირო პლეი ოფში გასასვლელად (H ჯგუფი) #1TVSPORT
კატარი 2022 | მე-3 ტურის წინ - რა არის საჭირო პლეი ოფში გასასვლელად (H ჯგუფი) #1TVSPORT

განა-ურუგვაი (19:00)

კორეა-პორტუგალია (19:00)

1. პორტუგალია 2 2 0 0 5-2 6
2. განა 2 1 0 1 5-5 3
3. კორეა 2 0 1 1 2-3 1
4. ურუგვაი 2 0 1 1 0-2 1

 

* პორტუგალია უკვე 1/8 ფინალშია და პირველი ადგილისთვის საჭიროა, უბრალოდ არ წააგოს კორეასთან.

* განა თუ არ წააგებს, პრაქტიკულად, გაინაღდებს ჯგუფიდან გასვლას. ეს არ მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კორეა ორი ბურთით მოუგებს პორტუგალიას, თავად განელები კი ფრედ ითამაშებენ.

* კორეას პლეი ოფში გასასვლელად აუცილებლად სჭირდება პორტუგალიის დამარცხება. ამასთან, იმედი უნდა ჰქონდეს, რომ: 1) განა ვერ მოიგებს; 2) ურუგვაი ვერ მოიგებს ორი ბურთით კორეასთან შედარებით; 3) თუ პარალელურ მატჩში იქნება ფრე, კორეამ უნდა მოიგოს ორი ბურთის სხვაობით.

* ურუგვაი ითამაშებს 1/8 ფინალში, თუ მოიგებს, კორეა კი ვერ შეძლებს პორტუგალიის დამარცხებას. თუ კორეელები მოიგებენ, ურუგვაის აუცილებლად დასჭირდება მოგება ორ ბურთზე დიდი სხვაობით მოგება და კორეაზე ორი გოლით მეტის გატანა (მაგალითად, თუ კორეა მოიგებს 1:0-ს, ურუგვაიმ უნდა მოიგოს 3:0, 2:0 – 4:0, 2:1 – 4:1 და ა.შ.).