კატარი 2022 | მე-3 ტურის წინ – რა არის საჭირო პლეი ოფში გასასვლელად (H ჯგუფი) #1TVSPORT
DOHA, QATAR - NOVEMBER 24: Cristiano Ronaldo of Portugal celebrates with Joao Felix after scoring their team's first goal via a penalty during the FIFA World Cup Qatar 2022 Group H match between Portugal and Ghana at Stadium 974 on November 24, 2022 in Doha, Qatar. (Photo by Clive Brunskill/Getty Images)
განა-ურუგვაი (19:00)
კორეა-პორტუგალია (19:00)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. პორტუგალია | 2 | 2 | 0 | 0 | 5-2 | 6 |
| 2. განა | 2 | 1 | 0 | 1 | 5-5 | 3 |
| 3. კორეა | 2 | 0 | 1 | 1 | 2-3 | 1 |
| 4. ურუგვაი | 2 | 0 | 1 | 1 | 0-2 | 1 |
* პორტუგალია უკვე 1/8 ფინალშია და პირველი ადგილისთვის საჭიროა, უბრალოდ არ წააგოს კორეასთან.
* განა თუ არ წააგებს, პრაქტიკულად, გაინაღდებს ჯგუფიდან გასვლას. ეს არ მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კორეა ორი ბურთით მოუგებს პორტუგალიას, თავად განელები კი ფრედ ითამაშებენ.
* კორეას პლეი ოფში გასასვლელად აუცილებლად სჭირდება პორტუგალიის დამარცხება. ამასთან, იმედი უნდა ჰქონდეს, რომ: 1) განა ვერ მოიგებს; 2) ურუგვაი ვერ მოიგებს ორი ბურთით კორეასთან შედარებით; 3) თუ პარალელურ მატჩში იქნება ფრე, კორეამ უნდა მოიგოს ორი ბურთის სხვაობით.
* ურუგვაი ითამაშებს 1/8 ფინალში, თუ მოიგებს, კორეა კი ვერ შეძლებს პორტუგალიის დამარცხებას. თუ კორეელები მოიგებენ, ურუგვაის აუცილებლად დასჭირდება მოგება ორ ბურთზე დიდი სხვაობით მოგება და კორეაზე ორი გოლით მეტის გატანა (მაგალითად, თუ კორეა მოიგებს 1:0-ს, ურუგვაიმ უნდა მოიგოს 3:0, 2:0 – 4:0, 2:1 – 4:1 და ა.შ.).