კატარი 2022 | ენერ ვალენსიას მსოფლიო რეკორდი და ეკვადორის ფრე ნიდერლანდებთან [ვიდეო] #1TVSPORT
კატარი 2022 | ენერ ვალენსიას მსოფლიო რეკორდი და ეკვადორის ფრე ნიდერლანდებთან [ვიდეო] #1TVSPORT

A ჯგუფში ფავორიტების მატჩი შედგა — ერთმანეთს ნიდერლანდები და ეკვადორი დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

 

ანგარიში მატჩის მეექვსე წუთზე გაიხსნა. გოლი ნიდერლანდელმა გაკპომ გაიტანა, რის შემდეგაც საკმარისზე მეტად გააქტიურდა ეკვადორი და ნიდერლანდელთა კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა. გოლი კი ერთი გაიტანა, რომელიც ისტორიული გამოდგა: ეკვადორელი ენერ ვალენსია პირველი ფეხბურთელია, რომელსაც ორ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე სამ-სამი გოლი აქვს გატანილი.

სხვათა შორის, 2014 და 2022 წლის მუნდიალებზე ეკვადორს, ჯამში, 6 გოლი აქვს გატანილი და ექვსივე ვალენსიას ანგარიშზეა.

მეორე ტურში ფრე ორივე გუნდისთვის მისაღები შედეგი იყო, რადგან მონაგარს თითო-თითო ქულა შემატეს და პლეი ოფში გასვლის მშვენიერი შანსი აქვთ. ნიდერლანდელები ბოლო ტურში კატარს შეხვდებიან და, მოგების შემთხვევაში, 1/8-ფინალში ითამაშებენ, ხოლო ეკვადორს შედარებით რთული მატჩი ელის — სენეგალს დაუპირისპირდება და, დიდი ალბათობით, სწორედ ამ ორი გუნდის პაექრობაში გაირკვევა მეორე მერვედფინალისტის ბედი.

A ჯგუფი

ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 20.11.2022 20:00 კატარი-ეკვადორი 0:2
I ტური 21.11.2022 20:00 სენეგალი-ნიდერლანდები 0:2
II ტური 25.11.2022 17:00 კატარი-სენეგალი 1:3
II ტური 25.11.2022 20:00 ნიდერლანდები-ეკვადორი 1:1
III ტური 29.11.2022 19:00 ეკვადორი-სენეგალი :
III ტური 29.11.2022 19:00 ნიდერლანდები-კატარი :

 

A ჯგუფი
1 ნიდერლანდები 2 1 2 0 3-1 4
2 ეკვადორი 2 1 2 0 3-1 4
3 სენეგალი 2 1 0 1 3-3 3
4 კატარი 2 0 0 2 1-5 0