კატარი 2022 | ენერ ვალენსიას მსოფლიო რეკორდი და ეკვადორის ფრე ნიდერლანდებთან [ვიდეო] #1TVSPORT
A ჯგუფში ფავორიტების მატჩი შედგა — ერთმანეთს ნიდერლანდები და ეკვადორი დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
ანგარიში მატჩის მეექვსე წუთზე გაიხსნა. გოლი ნიდერლანდელმა გაკპომ გაიტანა, რის შემდეგაც საკმარისზე მეტად გააქტიურდა ეკვადორი და ნიდერლანდელთა კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა. გოლი კი ერთი გაიტანა, რომელიც ისტორიული გამოდგა: ეკვადორელი ენერ ვალენსია პირველი ფეხბურთელია, რომელსაც ორ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე სამ-სამი გოლი აქვს გატანილი.
სხვათა შორის, 2014 და 2022 წლის მუნდიალებზე ეკვადორს, ჯამში, 6 გოლი აქვს გატანილი და ექვსივე ვალენსიას ანგარიშზეა.
მეორე ტურში ფრე ორივე გუნდისთვის მისაღები შედეგი იყო, რადგან მონაგარს თითო-თითო ქულა შემატეს და პლეი ოფში გასვლის მშვენიერი შანსი აქვთ. ნიდერლანდელები ბოლო ტურში კატარს შეხვდებიან და, მოგების შემთხვევაში, 1/8-ფინალში ითამაშებენ, ხოლო ეკვადორს შედარებით რთული მატჩი ელის — სენეგალს დაუპირისპირდება და, დიდი ალბათობით, სწორედ ამ ორი გუნდის პაექრობაში გაირკვევა მეორე მერვედფინალისტის ბედი.
A ჯგუფი
| ტური | თარიღი | დრო | თამაში | ანგარიში |
| I ტური | 20.11.2022 | 20:00 | კატარი-ეკვადორი | 0:2 |
| I ტური | 21.11.2022 | 20:00 | სენეგალი-ნიდერლანდები | 0:2 |
| II ტური | 25.11.2022 | 17:00 | კატარი-სენეგალი | 1:3 |
| II ტური | 25.11.2022 | 20:00 | ნიდერლანდები-ეკვადორი | 1:1 |
| III ტური | 29.11.2022 | 19:00 | ეკვადორი-სენეგალი | : |
| III ტური | 29.11.2022 | 19:00 | ნიდერლანდები-კატარი | : |
| A ჯგუფი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1 | ნიდერლანდები | 2 | 1 | 2 | 0 | 3-1 | 4 |
| 2 | ეკვადორი | 2 | 1 | 2 | 0 | 3-1 | 4 |
| 3 | სენეგალი | 2 | 1 | 0 | 1 | 3-3 | 3 |
| 4 | კატარი | 2 | 0 | 0 | 2 | 1-5 | 0 |