„ფროზინონემ“ „პარმა“ დაამარცხა, გიორგი კვერნაძე მეორე ტაიმში შეცვალეს #1TVSPORT

20:05, 28.11.2026

გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ სერია A-ში „პარმას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, 74 წუთი ითამაშა, მაგრამ საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია. მატჩის გმირი „ფროზინონეს“ სლოვაკი თავდამსხმელი ტომაშ ბობჩეკი გახდა, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა.

13 ტურის შემდეგ „ფროზინონემ“ 23 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზეა.

ცხრილი იტვირთება…

მსგავსი