სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო ლუკა შევალიემ, შესაძლოა, პსჟ იანვარში დატოვოს #1TVSPORT
პსჟ-ის ფრანგი მეკარე ლუკა შევალიე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში პარიზული კლუბის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს, – ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ფეხბურთელის შესაძლო წასვლის მთავარი მიზეზი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობაა. შევალიეს მიმდინარე სეზონში საფრანგეთის დედაქალაქის გუნდის შემადგენლობაში არცერთი წუთი არ უთამაშია.
ფრანგი მეკარე კარიერის სხვა კლუბში გაგრძელების შესაძლებლობას განიხილავს, სადაც რეგულარულად თამაშის საშუალება ექნება.
ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია აქვს პსჟ-ის ხელმძღვანელობას ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.
ლუკა შევალიე პსჟ-ს 2025 წლის აგვისტოში „ლილიდან“ შეუერთდა. პარიზულმა კლუბმა მის ტრანსფერში, მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 40 მილიონი ევრო გადაიხადა და ფრანგ მეკარეს კონტრაქტი 2030 წლამდე გაუფორმა.