ლეგიონერები | წიტაიშვილის „რაიო ვალეკანომ“ ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი დაამარცხა #1TVSPORT
ესპანეთის ლა ლიგაში „რაიო ვალეკანომ“, სადაც გიორგი წიტაიშვილი თამაშობს, ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი „ბეტისი“ გასვლით მატჩში მინიმალური სხვაობით დაამარცხა – 1:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა, სტუმრებმა კი გამარჯვების გოლი შვიდ წუთში ხორხე დე ფრუტოსის დარტყმის შემდეგ გაიტანეს.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გიორგი ქვილითაიას „ჰოლშტაინ კილმა“ შინ „კაიზერსლაუტერნს“ 3:0 სძლია – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ ერთ-ერთ ლიდერს, „ნიურნბერგს“ 3:1 აჯობა, მასპინძელთა მეორე გოლი ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა, რომელმაც თავი ზედიზედ მესამე მატჩში გამოიჩინა.