შოტლანდიის ჩემპიონმა „სელტიკმა“ გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმების შესახებ დანიის ნაკრების მეკარესთან, კასპერ შმეიხელთან.
37 წლის ფეხბურთელთან 2025 წლის ზაფხულამდე გაფორმდა კონტრაქტი. შმეიხელის ბოლო კლუბი იყო ბელგიის „ანტვერპენი“, რომელშიც 2021 წლის სექტემბრიდან თამაშობდა.
„„Სელტიკი“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კლუბი მწვერვალზე დარჩეს და თავის შესანიშნავ გულშემატკივრებს უფრო მეტი წარმატება მოუტანოს“, – განაცხადა შმეიხელმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.