ფიფა-მ წლის საუკეთესო მეკარის პრიზზე სამი ნომინანტი დაასახელა #1TVSPORT
ფიფა-მ წლის საუკეთესო მეკარის პრიზზე სამი ნომინანტი დაასახელა #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) დაასახელა წლის საუკეთესო მეკარის პრიზზე ფინალისტები.

სამეული ასე გამოიყურება – ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი/პსჟ), ედუარ მენდი (ჩელსი) და მანუელ ნოიერი (ბაიერნი). გაფართოებული სიიდან ამოვარდნენ კასპერ შმეიხელი (ლესტერი) და ალისონ ბეკერი (ლივერპული).

პრიზის მფლობელი 17 იანვარს გამოვლინდება, როცა გაიმართება ფიფა-ს 2021 წლის ჯილდოების გადაცემის ცერემონია (The Best FIFA Awards).