კატარი 2022 | შმეიხელი დანიის ნაკრების ისტორიაში შევიდა #1TVSPORT
კატარი 2022 | შმეიხელი დანიის ნაკრების ისტორიაში შევიდა #1TVSPORT

მეკარე კასპერ შმეიხელმა დანიის ნაკრების ისტორია დაწერა, როდესაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში ტუნისის წინააღმდეგ მოედანზე გავიდა.

საქმე ისაა, რომ შმეიხელი მსოფლიო ჩემპიონატზე დანიის ნაკრების ისტორიაში მესამე ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე გახდა. მან მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი 36 წლისა და 17 დღის ასაკში ითამაშა. ამ მაჩვენებლით „ნიცას“ მეკარე ჩამორჩება მხოლოდ მორტენ ოლსენს (36 წლის და 308 დღის იყო 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე) და იან ჰაინცეს (38 წლის და 293 დღის იყო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასაწყისში).

ცნობილი მეკარის, პეტერ შმეიხელის ვაჟმა სანაკრებო კარიერა საკმაოდ გვიან, 27 წლის ასაკში დაიწყო და აქამდე 87 მატჩი ჩაატარა. მისი დებიუტი დანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში 2013 წლის 6 თებერვალს შედგა და წარუმატებელი გამოდგა — დანიელებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან 3:0 წააგეს.

დანიის ნაკრების მეკარე ინგლისის ჩემპიონი გახდა „ლესტერის“ (სეზონი 2015/16) შემადგენლობაში. კასპერ შმეიხელი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტია. იგი ოთხჯერ (2016, 2017, 2019, 2020) დანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მერვედფინალში ხორვატიის ნაკრებთან მატჩში მან სამი პენალტი მოიგერია: ერთი დამატებით დროში და ორი მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში, თუმცა გუნდი ტურნირის მომდევნო ეტაპზე მაინც ვერ გავიდა.