კასილიასმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილიასმა განაცხადა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
თავისი გადაწყვეტილების შესახებ კასილიასმა სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაცხადა. მან დაწერა, რომ მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ იძლევა წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალებას, აგრეთვე, ამგვარ პირობებში შეუძლებელია პატიოსანი და გამჭვირვალე არჩევნების გამართვა.
არჩევნები 17 აგვისტოს უნდა ჩატარდეს. კასილიასის უარის შემდეგ, პრეზიდენტის პოსტზე ერთადერთ კანდიდატად დარჩა ფედერაციის მოქმედი მეთაური ლუის რუბიალესი.
იკერ კასილიასს კონტრაქტი „პორტუსთან“ 2020 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.