ფიფა-მ რუბიალესს სამწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა #1TVSPORT
ფიფა-მ რუბიალესს სამწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) განაჩენი გამოუტანა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს ლუის რუბიალესს.

46 წლის საფეხბურთო ფუნქციონერს აუკრძალეს ნებისმიერი საფეხბურთო მოღვაწეობა სამი წლის განმავლობაში, – იტყობინება ფიფა-ს პრესსამსახური.

რუბიალესი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ტუჩებში აკოცა ჯენიფერ ერმოსოს. საბოლოოდ, მას მოუწია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვება.