უეფა-ს პრეზიდენტმა ჩეფერინმა „რეალის“ პრეზიდენტს იდიოტი და რასისტი უწოდა #1TVSPORT
უეფა-ს პრეზიდენტმა ჩეფერინმა „რეალის“ პრეზიდენტს იდიოტი და რასისტი უწოდა #1TVSPORT

უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა შეურაცხყოფა მიაყენა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტთან, ლუის რუბიალესთან პირად მიმოწერაში, – ამტკიცებს გამოცემა The Objective.

წყაროს ცნობით, ეს მიმოწერა 2019 წლით თარიღდება, როცა ჩეფერინმა საჯაროდ გააკრიტიკა პერესი ევროპის სუპერლიგის შექმნის მცდელობისთვის.

გამოცემამ გამოაქვეყნა რუბიალესისა და ჩეფერინის მიმოწერის ფრაგმენტი, რომელშიც ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს უეფა-ს სუპერლიგასთან დაპირისპირებაში, მაგრამ თან ხაზს უსვამს, რომ არ შეუძლია, ღიად წავიდეს პერესის წინააღმდეგ.

„თუ ხავიერ ტებასი (ლა ლიგის პრეზიდენტი) და ფლორენტინო პერესი ჩემ წინააღმდეგ წავლენ, ჩემი მდგომარეობა აუტანელი გახდება. მოდი, მოვიფიქროთ, რა იქნება უმჯობესი ყველასთვის. ის ძალიან ამაყი ადამიანია. ვფიქრობ, შევძლებთ მოლაპარაკებას და ყველაფრის მოგვარებას, მაგრამ მე შენ 100 პროცენტით დაგიჭერ მხარს. შეგიძლია არ ინერვიულო“, – დაწერა რუბიალესმა.

„მეც ამაყი ვარ, არ დაგავიწყდეს ეს. არ მინდა მასთან ლაპარაკი. ამას მხოლოდ შენთვის გავაკეთებ. ის იდიოტი და რასისტია! არ არის საჭირო ჩემ გამო სიტუაციის შერბილება, მე ეს არ მჭირდება. უბრალოდ, მინდა, რომ შენ ძლიერი იყო“, – უპასუხა ჩეფერინმა.