ესპანეთის პროკურატურამ რუბიალესის მხრიდან სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო #1TVSPORT
ესპანეთის პროკურატურამ რუბიალესის მხრიდან სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო #1TVSPORT

ესპანეთის პროკურატურამ დაიწყო წინასწარი გამოძიება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის მხრიდან სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეზე.

„პროკურატურა გამოიძიებს ფაქტებს, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს სექსუალური ძალადობის დანაშაულს“, – მოჰყავს განცხადების ტექსტი სააგენტო AFP-ს.

20 აგვისტოს ესპანეთის ქალთა ნაკრებმა პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. დაჯილდოვების ცერემონიისას რუბიალესმა ნაკრების ერთ-ერთ ფეხბურთელს, ჯენიფერ ერმოსოს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ტუჩებში აკოცა, რამაც საზოგადოებაში დიდი სკანდალი გამოიწვია.

25 აგვისტოს რუბიალესმა განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ პოსტის დატოვებას არ აპირებს. უფრო ადრე ის ამბობდა, რომ კოცნა მასა და ფეხბურთელს შორის ორმხრივი თანხმობით იყო.

რუბიალესის განცხადების შემდეგ ესპანეთის ქალთა ნაკრების ფეხბურთელებმა გამოაცხადეს, რომ აღარ ითამაშებენ ეროვნულ გუნდში, თუ ფედერაციის პრეზიდენტი არ შეიცვლება.