კასილიასი - საუკეთესო ფეხბურთელების დასახელებისას, ზუსტი კრიტერიუმები არ არსებობს
ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ იკერ კასილიასმა საკუთარი აზრი გამოთქვა თანამედროვე ფეხბურთში ინდივიდუალური პრიზების თემაზე. ლეგენდის აზრით, ხშირად ამ ჯილდოებს არასამართლიანად არიგებენ.
„ვან დეიკი საუკეთესო ფეხბურთელია უეფას ვერსიით, მესი – ფიფას შეფასებით. წარმოიდგინეთ, კრიშტიანო რონალდომ რომ მოიგოს „ოქროს ბურთი“. მიმაჩნია, რომ ინდივიდუალური პრიზების დარიგებისას გამოყენებულ კრიტერიუმებში განსაკუთრებული ლოგიკა არ არსებობს“, – დაწერა თავის „ტვიტერში“ კასიალისმა.
ესპანელი მეკარე, რომელიც „პორტუს“ რიგებში ირიცხება, ამჟამად საფეხბურთო კარიერის განახლებას ცდილობს 2018 წელს გადატანილი ინფარქტის შემდეგ.