„ფრანს ფუტბოლმა“ ყველა დროის სიმბოლური ნაკრებისთვის მეკარის პოზიციაზე კანდიდატები დაასახელა
„ფრანს ფუტბოლმა“ ყველა დროის სიმბოლური ნაკრებისთვის მეკარის პოზიციაზე კანდიდატები დაასახელა

ავტორიტეტულმა ფრანგულმა ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“ ყველა დროის სიმბოლური ნაკრების შედგენა დაიწყო.

სპეციალურმა ჟიურიმ აარჩია 10-10 კანდიდატი 11 პოზიციაზე – მეკარე, მარცხენა მცველი, ორი ცენტრალური მცველი, მარჯვენა მცველი, საყრდენი ნახევარმცველი, შემტევი ნახევარმცველი, მარცხენა გარემარბი, მარჯვენა გარემარბი და ცენტრალური თავდამსხმელი. საბოლოოდ, მსოფლიოს წამყვანი გამოცემების 170 ჟურნალისტზე მეტი აირჩევს საუკეთესოს თითოეულ სპეციალისტზე.

თავდაპირველად დასახელდა 10 კანდიდატი მეკარის პოზიციაზე:

გორდონ ბენქსი (ინგლისი), ტომან ნ’კონო (კამერუნი), ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია), პეტერ შმაიხელი (დანია), იკერ კასილიასი (ესპანეთი), ედვინ ვან დერ სარი (ნიდერლანდები), ზეპ მაიერი (გერმანია), ლევ იაშინი (სსრკ), მანუელ ნოიერი (გერმანია), დინო ძოფი (იტალია).