კასილიასი – საუკეთესო ფეხბურთელების დასახელებისას, ზუსტი კრიტერიუმები არ არსებობს

22:08, 16.11.2019

ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ იკერ კასილიასმა საკუთარი აზრი გამოთქვა თანამედროვე ფეხბურთში ინდივიდუალური პრიზების თემაზე. ლეგენდის აზრით, ხშირად ამ ჯილდოებს არასამართლიანად არიგებენ.

„ვან დეიკი საუკეთესო ფეხბურთელია უეფას ვერსიით, მესი – ფიფას შეფასებით. წარმოიდგინეთ, კრიშტიანო რონალდომ რომ მოიგოს „ოქროს ბურთი“. მიმაჩნია, რომ ინდივიდუალური პრიზების დარიგებისას გამოყენებულ კრიტერიუმებში განსაკუთრებული ლოგიკა არ არსებობს“, – დაწერა თავის „ტვიტერში“ კასიალისმა.

ესპანელი მეკარე, რომელიც „პორტუს“ რიგებში ირიცხება, ამჟამად საფეხბურთო კარიერის განახლებას ცდილობს 2018 წელს გადატანილი ინფარქტის შემდეგ.

მსგავსი