„პორტუს“ გოლკიპერი იკერ კასილიასი, რომელმაც მიოკარდის მწვავე ინფარქტი გადაიტანა, კლინიკას უახლოეს ორშაბათს დატოვებს.
„ის წესრიგშია. სამედიცინო ჩანაწერებზე ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია. კიდევ ორი დღე იქნება აქ და ორშაბათს დატოვებს საავადმყოფოს“, – განაცხადა ფეხბურთელის ცოლმა სარა კარბონერომ.
„კასილიასის მდგომარეობა უმჯობესდება, ის წესრიგშია. მთელი გუნდი ძალიან ნერვიულობდა, თითქოს თითოეულმა ფეხბურთელმა გადაიტანა იგივე. საბედნიეროდ, იკერი წესრიგშია. გუნდი მასთანაა“, – აღნიშნა „პორტუს“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ.
პორტუგალიური კლუბის მწვრთნელები და ფეხბურთელები საავადმყოფოში ესტუმრნენ კასილიასს. თითოეულს „პორტუს“ მეკარის მაისური ეცვა, რომელზეც ესპანელის გვარი ეწერა.