კასილიასი საავადმყოფოს ორშაბათს დატოვებს
კასილიასი საავადმყოფოს ორშაბათს დატოვებს

„პორტუს“ გოლკიპერი იკერ კასილიასი, რომელმაც მიოკარდის მწვავე ინფარქტი გადაიტანა, კლინიკას უახლოეს ორშაბათს დატოვებს.

„ის წესრიგშია. სამედიცინო ჩანაწერებზე ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია. კიდევ ორი დღე იქნება აქ და ორშაბათს დატოვებს საავადმყოფოს“, – განაცხადა ფეხბურთელის ცოლმა სარა კარბონერომ.

„კასილიასის მდგომარეობა უმჯობესდება, ის წესრიგშია. მთელი გუნდი ძალიან ნერვიულობდა, თითქოს თითოეულმა ფეხბურთელმა გადაიტანა იგივე. საბედნიეროდ, იკერი წესრიგშია. გუნდი მასთანაა“, – აღნიშნა „პორტუს“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ.

პორტუგალიური კლუბის მწვრთნელები და ფეხბურთელები საავადმყოფოში ესტუმრნენ კასილიასს. თითოეულს „პორტუს“ მეკარის მაისური ეცვა, რომელზეც ესპანელის გვარი ეწერა.