ჩავი შეიძლება „ბარსელონადან“ დაითხოვონ - მწვრთნელის ბედი „პორტუსთან“ მატჩზეა დამოკიდებული #1TVSPORT
ჩავი შეიძლება „ბარსელონადან“ დაითხოვონ - მწვრთნელის ბედი „პორტუსთან“ მატჩზეა დამოკიდებული #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს, ჩავის, შესაძლოა, პოსტი დაატოვებინონ, – ამის შესახებ წერს გაზეთი AS-ი.

წყაროს ცნობით, გადაწყვეტილება დამოკიდებულია ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩზე, რომელშიც კატალონური კლუბი „პორტუს“ უმასპინძლებს. თუ „ბარსელონა“ ამ შეხვედრაში სამ ქულას ვერ მოიპოვებს, მაშინ დასრულდება ჩავის პროექტი კლუბში.

ჯგუფური ეტაპის ოთხი ტურის შემდეგ „ბარსელონა“ ცხრა ქულით პირველ ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს „პორტუს“, შახტარი“ ექვსი ქულით კი მესამე ადგილზეა.

„ბარსელონასა“ და „პორტუს“ შეხვედრა 28 ნოემბერს გაიმართება. დასაწყისი თბილისის დროით ღამის 12 საათზეა.