პსჟ-მ 40 მილიონად „პორტუს“ ნახევარმცველი შეიძინა #1TVSPORT

10:09, 03.07.2022

ნახევარმცველმა ვიტინიამ „პორტუ“ დატოვა და „პარი სენ-ჟერმენს“ შეუერთდა. ამის შესახებ იტყობინება ფრანგული კლუბის პრესსამსახური.

22 წლის ფეხბურთელთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. პრესის ინფორმაციით, საფრანგეთის ჩემპიონმა ტრანსფერის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გაიღო.

გასულ სეზონში ვიტინიამ 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. პორტუგალიელი „პორტუს“ აღზრდილია.

მსგავსი