„პორტუს“ პრეზიდენტი ანდრე ვილაშ-ბოაში გახდა #1TVSPORT
„პორტუს“ პრეზიდენტი ანდრე ვილაშ-ბოაში გახდა #1TVSPORT

ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი ანდრე ვილაშ-ბოაში „პორტუს“ პრეზიდენტი გახდა. მან გაიმარჯვა არჩევნებში, რომელში მონაწილეობას 26 876 ადამიანი იღებდა.

„პორტუსა“ და „ჩელსის“ ყოფილი მწვრთნელი პორტუგალიური გრანდის პრეზიდენტი 2028 წლამდე იქნება. მან თანამდებობაზე ჟორჟე ნუნუ პინტუ შეცვალა, ის კლუბს 1982 წლიდან მართავდა.

არჩევნებში 46 წლის ვილაშ-ბოაშმა 21 489 ხმა მოაგროვა და კლუბის ისტორიაში 32-ე პრეზიდენტი გახდა.

2011 წელს „პორტუმ“ მისი მწვრთნელობისას უეფა-ს ევროპის ლიგა მოიგო.