კარლუშ კეირუში კოლუმბიის ნაკრებს უხელმძღვანელებს
კარლუშ კეირუში კოლუმბიის ნაკრებს უხელმძღვანელებს

სექტემბრის შემდეგ კოლუმბიის საფეხბურთო ნაკრები მთავარ მწვრთნელს ეძებდა. ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ რამდენიმე სპეციალისტთან გამართა მოლაპარაკებები, მათ შორის იყვნენ ლუის ფელიპე სკოლარი და კარლუშ კეირუში. არჩევანი ამ უკანასკნელზე შეჩერდა. 65 წლის პორტუგალიელი ჯერჯერობით ირანის ეროვნულ გუნდში მუშაობს და კოლუმბიელებს სათავეში მას შემდეგ ჩაუდგება, რაც ირანი აზიის თასზე ასპარეზობას დაასრულებს. აღნიშნულ პოსტზე კეირუში ხოსე პეკერმანს შეცვლის. ახალ გუნდში მისი დებიუტი მარტში, ამხანაგურ მატჩში შედგება.

შეგახსენებთ, კარლუშ კეირუში სხვადასხვა დროს პორტუგალიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების, ასევე მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.