ხამეს როდრიგესი აღშფოთებულია იმის გამო, რომ კოპა ამერიკაზე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
ხამეს როდრიგესი აღშფოთებულია იმის გამო, რომ კოპა ამერიკაზე ვერ ითამაშებს #1TVSPORT

„ევერტონის“ ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი აღშფოთებულია კოლუმბიის ნაკრების მწვრთნელთა გადაწყვეტილებით – ფეხბურთელი ვერ მოხვდა ეროვნული გუნდის განაცხადში 2021 წლის კოპა ამერიკაზე.

„მინდა აზრი გამოვთქვა მომხდარ სიტუაციაზე. მე ვასრულებ ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს. მზად ვიყავი ნაკრებთან ერთად დამეწყო ვარჯიში შეკრების მეშვიდე დღეს და, რა თქმა უნდა, მონაწილეობა მიმეღო კოპა ამერიკაში. და გაოცებული დავრჩი, როცა დღეს შევიტყვე, რომ გუნდის წევრად არ განვიხილები და მალე გამოჯანმრთელებას მისურვებენ. სამწვრთნელო შტაბის მხრიდან უნდობლობა ყველაფერს აფუჭებს და უდიდეს ტკივილს მაყენებს, რადგან ყოველთვის მზად ვიყავი სიცოცხლეც კი გამეწირა კოლუმბიისთვის“, – განაცხადა როდრიგესმა.

კოპა ამერიკა 11 ივნისიდან 11 ივლისამდე არგენტინაში გაიმართება. ჯგუფში კოლუმბიის მეტოქეები იქნებიან – ბრაზილია, ვენესუელა, ეკვადორი და პერუ.