კოლუმბიის ნაკრების ექს-ფეხბურთელს 11 წელი მიუსაჯეს #1TVSPORT
კოლუმბიის ნაკრების ექს-ფეხბურთელს 11 წელი მიუსაჯეს #1TVSPORT

კოლუმბიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ჯონ ვიაფარას ამერიკის შეერთებულ შტატებში 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო.

42 წლის ვიაფარას აშშ-ში ექსტრადირება 2020 წლის იანვარში მოხდა, ნოემბერში ყოფილმა ფეხბურთელმა დამნაშავედ სცნო თავი ქვეყნის ტერიტორიაზე ხუთი კილოგრამი კოკაინის შეტანის საქმეში. სასამართლომ დაადგინა, რომ ვიაფარა შედიოდა კრიმინალურ დაჯგუფებაში, რომელიც 2008-18 წლების პერიოდში დაკავებული იყო ნარკოტიკების მიწოდებით ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში, საიდანაც ის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ხვდებოდა. გამოძიება სამი წელი მიმდინარეობდა.

ვიაფარა კოლუმბიის ნაკრებში 2003-10 წლებში თამაშობდა, 43 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. სამშობლოში ნახევარმცველი „ონსე კალდასში“ გამოდიოდა, რომელთან ერთადაც 2004  წელს ლიბერტადორესის თასი მოიგო. ვიაფარამ ასევე ორი სეზონი გაატარა „საუთჰემპტონში“ და ერთი – „რეალ სოსიედადში“. კარიერა მან 2015 წელს დაასრულა.